შოტლანდიის ევროკავშირში დარჩენის მოთხოვნით ედინბურგში გამართულ მიტინგში დაახლოებით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. იხილეთ ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია პროევროპელი აქტივისტების Brexit-ის წინააღმდეგ გამოსვლა.
შოტლანდიის ევროკავშირში დარჩენის მომხრეები ედინბურგში პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები პროევროპული მოწოდებებითა და ლოზუნგებით გამოვიდნენ. ერთ-ერთი მონაწილის განმარტებით, რეფერენდუმის შედეგები მის ცხოვრებაში ლამის ყველაზე დეპრესიულ მომენტად იქცა.
„ეს ყველაზე საშინელი, შეიძლება ითქვას ყველაზე დეპრესიული მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ეს მოულოდნელი რეზულტატი იყო და ჩვენ გაურკვეველ სამყაროში ვცხოვრობთ“, — განაცხადა მან.
23 ივნისს გამართულ რეფერენდუმზე დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი მაშინ, როდესაც შოტლანდია ევროკავშირში დარჩენას მიემხრო.