აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა თავიდან აიცილეს

© FB / STC Deltaსეტყვასაწინააღმდეგო სისტემა
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის წყალობით შესაძლებელი გახდა სეტყვის თავიდან აცილება.

თბილისი, 30 ივნისი– Sputnik. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“  თელავის რაიონში 300 კვ/მ ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბელი გაანეიტრალა. 

სეტყვა - Sputnik საქართველო
სეტყვამ კვლავ დააზიანა მოსავალი საქართველოში

„ნალექის მასის თელავის რაიონში შემოსვლის დროს სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების სავარაუდო ზომა 25 მმ იყო. 6:51 საათიდან 8:15 საათამდე ღრუბელი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა”, — ნათქვამია სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წელს დაიდგა.

აღნიშნულ სისტემას შეუძლია სეტყვის ღრუბლების დაფიქსირება და საწყის ეტაპზე მათი გაკონტროლება. კახეთის რეგიონის ყველა რაიონში საცეცხლე წერტილია განლაგებული.

ყველა ახალი ამბავი
0