თბილისში სტამბულში ტერაქტისას დაღუპულთა სამძიმრის წიგნი გაიხსნა

© REUTERS / Murad SezerSaldırının meydana geldiği noktaya Türk bayrağı asıldı.
Saldırının meydana geldiği noktaya Türk bayrağı asıldı. - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტამბულის ტერაქტმა 40-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოში თურქეთის საელჩოში სტამბულში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნი გაიხსნა.

სტამბულის ათათურქის აეროპორტში აფეთქებები სამშაბათს დაახლოებით  22:00 საათზე მოხდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მგზავრებს ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნა, ამის შემდეგ კი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

„სამძიმრის წიგნი ღიაა თბილისის დროით 10:00-დან 13:00 საათამდე და 15:00-დან 18:00 საათამდე“, — განაცხადა საელჩოს თანამშრომელმა.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 უცხოელი, 239 ადამიანი დაჭრილია. თურქეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სამხილები ტერაქტში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მონაწილეობაზე მიუთითებს.

ყველა ახალი ამბავი
0