თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჰოკეის ნაკრები „ანკარის თასის“ ტურნირის გამარჯვებული გახდა, რომელიც თურქეთის დედაქალაქში დასრულდა.
ქართველი ჰოკეისტების გარდა ტურნირში მონაწილეობა თურქეთისა და ბოსნიის და ჰერცეგოვინას გუნდებმა მიიღეს.
საქართველოს ნაკრებმა ორივე შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლებმა ანგარიშით 8:1 წააგეს, ბალკანეთის ჰოკეისტებმა კი 14:2.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა მესამე მსოფლიო დივიზიონის თამაშებში თურქეთის გუნდთან განცდილი მარცხის გამო (4:5) რევანში აიღო.