მაზუთის ავზში თბილსრესის ორი თანამშრომელი დაიღუპა

გამოწერა
მათი დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევა გახდა.

თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. გარდაბანში თბილსრეს-ის თბოელექტროსადგურზე ორი თანამშრომელი გაიგუდა. თეიმურაზ ახამოსულიშვილმა და მიხეილ აბრამკოვმა 17 მეტრის სიღრმეზე მაზუთის ავზში საქაჩის დამონტაჟება გადაწყვიტეს. სავარაუდოდ, სადგურის თანამშრომლები დამცავი საშუალებების გარეშე მუშაობდნენ, რადგან ავზში მათ ტოქსიკური მოწამვლა მიიღეს და ადგილზევე გაიგუდნენ.

მათ დახმარებას  მესამე თანამშრომელი ცდილობდა, მაგრამ ისიც უკვე იხრჩობოდა-მისი ზედაპირზე ამოყვანა მოასწრეს და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით „უსაფრთხოების ტექნიკის წესებისა ან შრომის დაცვის სხვა წესების დარღვევა ამ წესების დაცვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ“.


ყველა ახალი ამბავი
0