"თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იტყობინება, რომ 30 ივნისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება:

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, შანდორ პეტეფის, კონსტანტინე ერისთავის, მარტყოფის, ალადაშვილის, ობსერვატორიის, შორაპნის, შირაქის, ცუცხვათის, გარე კახეთის, დოესის, აწყურის, ზინდისის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა მიკრორაიონების და ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, ლიხაურის ჩიხის, შატილის, ძოწენიძის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის, ჟღენტის, პეტრე ქავთარაძის, ვიქტორ ნოზაძის, დოლიძის, ქარელის, პანკისის, ბალანჩივაძის, ზურაბ ქაფიანიძის, ბაკურიანის და გურამ ბზვანელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიქოძის, ლერმონტოვის, პაოლო იაშვილის და მაჩაბლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანერგის, ცინცაძის, სვანეთის და იმერეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, ჯავახიშვილის, დგებუაძის, პასტერის, ნინოშვილის და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0