საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სამხედროებმა ერთობლივი სწავლება ჩაატარეს

© facebook.com/mod.gov.geსაქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სამხედროებმა ერთობლივ სწავლება ჩაატარეს
საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სამხედროებმა ერთობლივ სწავლება ჩაატარეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
წვრთნის მიმდინარეობას ბრიტანელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის უფროსი ოფიცრებიც აკვირდებოდნენ.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik.  საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სამხედრო მოსამსახურეებმა უელსში მიმდინარე ერთობლივ სწავლებაში მიიღეს მინაწილეობა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საველე ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით უელსში, სენიბრიჯის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიმართა. ქართველმა სამხედროებმა ინდივიდუალური და კოლექტიური მომზადება გაიარეს და უელსის 160-ე ბრიგადის მე-6 ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ჩატარებულ ქვეითი ათეულის, ოცეულისა და ასეულის შეტევით და თავდაცვით ოპერაციებშიც ჩაერთნენ. წვრთნის მიმდინარეობას ბრიტანელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის უფროსი ოფიცრებიც აკვირდებოდნენ.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
ნატოს სასწავლო ცენტრში პირველი წვრთნები დაიწყო

„აღინიშნა, რომ მსგავსი სახის სწავლებებში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საბრძოლო მომზადების კუთხით სიახლეები დანერგოს", — ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ სწავლებაში საქართველოს მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულ „ალფას“ ათეულმა მიიღო მონაწილეობა. ასეული „ალფა“ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) წევრიც არის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მაისში განაცხადა, რომ ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სერტიფიცირებული პირველი ასეული ჰყავს, რომელსაც, აუცილებლობის შემთხვევაში, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები ალიანსის ეგიდით გამართულ საერთაშორისო სწავლებებში გამოიყენებს.

ყველა ახალი ამბავი
0