აფეთქებები სტამბულის აეროპორტში. ვიდეოკადრები სათვალთვალო კამერებიდან

გამოწერა

სტამბულის ათათურქის აეროპორტში აფეთქებები საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელში, გამოსასვლელსა და ავტოსადგომზე სამშაბათს, 22:15 საათზე მოხდა. დაიღუპა 36 ადამიანი, 147 დაიჭრა.

სათვალთვალო კამერებმა აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალის ტერიტორიაზე ერთი აფეთქება დააფიქსირა. სხვა კადრებში ჩანს მომენტი, სავარაუდოდ დაჭრილ ტერორისტს როგორ მოჰყავს მოქმედებაში ასაფეთქებელი მოწყობილობა.

თვითმხილველების თქმით, აფეთქებამდე სამმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, პირველადი მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ აეროპორტზე თავდასხმის უკან რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დგას.

მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თვითმფრინავები, რომლებიც სტამბულის მიმართულებით ახორციელებდნენ ფრენებს, საბიხა გიოქჩენის, ანკარის, ბურსას, იზმირის, კორჯაელისა და ჩორუმის აეროპორტებში გადაამისამართეს.

რუსულმა „აეროფლოტმა“ სტამბულში ყველა რეისი გადადო, ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს Air Canada-მ, EgyptAir-მა და Alitalia-მ.

ანკარაში რუსეთის გენერალური საკონსულოს მონაცემებით, ტერაქტის შედეგად რუსეთის მოქალაქე დაშავდა, რომელმაც ჭრილობა ფეხის არეში მიიღო. ტერაქტის შედეგად დაშავებული მოქალაქეები მოთავსებული არიან საავადმყოფოებში.

ყველა ახალი ამბავი
0