თბილისელი სტუდენტები ნიუტონის კანონს დაუპირისპირდებიან

CC BY 2.0 / David Goehring / Furiously Factoringმათემატიკური ამოცანის ამოხსნა
მათემატიკური ამოცანის ამოხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუდენტებმა უნდა მოიფიქრონ ისეთი საფრენი აპარატები, სადაც განათავსებენ კვერცხს ისე, რომ 12 მეტრის სიმაღლიდან გადმოგდებისას არ დაზიანდეს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ქართველი სტუდენტები შეეცდებიან ნიუტონის კანონს დაუპირისპირდნენ და 12 მეტრიანი სიმაღლიდან კვერცხი გადმოაგდონ ისე, რომ ის არ გატყდეს.
ილიას უნივერსიტეტში 30 ივნისს სტუდენტური შეჯიბრება „დაამარცხე გრავიტაცია“ გაიმართება.

„შეჯიბრების მიზანი ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების აღმოჩენაა, რომლებიც თავის ორიგინალურობასა და გამომგონებლობას კვერცხის საფრენი კონსტრუქციების შექმნით გამოავლენენ”, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ლუკა ირემაშვილი - Sputnik საქართველო
12 წლის ქართველი ბიჭი პლანეტის მეცნიერების პირისპირ

პროექტში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებს მიეცემათ დავალება ჩამოაყალიბონ სამკაციანი გუნდი, მოიფიქრონ საფრენი კონსტრუქცია, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 კილოგრამს და 1 კუბურ მეტრს (1X1X1 მ), სადაც განათავსებენ კვერცხს ისე, რომ 12 მეტრის სიმაღლიდან გადმოგდებისას არ დაზიანდეს.

კონსტრუქციის შექმნისას დაუშვებელია მექანიკური, ელექტრო, შუშის, ზეთის, ფეთქებადი და ქიმიური ნივთიერებების გამოყენება.

მონაწილე გუნდებს ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასებს: კვერცხი მიწაზე უვნებლად უნდა დაეშვას; კვერცხი აუცილებლად უნდა შეეხოს მიწას; კვერცხი უნდა დაეშვას წინასწარ განსაზღვრულ ადგილას; გუნდის კრეატიულობა, საფრენი კონსტრუქციის, გაფრენა/დაშვების ორიგინალურობა.

გუნდების რეგისტრაცია შეჯიბრებაზე „დაამარცხე გრავიტაცია“ მიმდინარეობს აქ.

ყველა ახალი ამბავი
0