თბილისში ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დაკვირვება ყველა მსურველს შეეძლება

© Sputnik / STRINGERვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაინახოს იუპიტერი, მარსი, სატურნი ან მთვარე ტელესკოპის მეშვეობით.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ასტრონომიის კლუბი პერიოდულად ჩაატარებს საღამოებს ღია ცის ქვეშ მათთვის, ვისაც ასტრონომიის შესახებ მეტის გაგება და ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დაკვირვება სურს.

ვაკის პარკში 25 ივნისს ასტრონომიის პირველი საღამო გაიმართა, სადაც დაახლოებით ორასი ადამიანი შეიკრიბა. პლანეტებზე დაკვირვების მსურველთა დიდ რიგში მოზრდილებთან ერთად ბავშვებიც იდგნენ.

„უბრალოდ, ასეთი იდეა გამოჩნდა — ჩავატარო ასტრონომიის საღამოები, რათა ამ სფეროს პოპულარიზება გავუწიო, ბევრ ადამიანს გავაცნო ის. მართალია, არ ვფიქრობდი, რომ ამდენი ადამიანი მოვიდოდა, ისინი კითხვებს სვამენ და ასტრონომია ძალიან აინტერესებთ. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ“, — განუცხადა Sputnik-ს ღონისძიების ორგანიზატორმა თეიმურაზ კუჭაძემ.

© ლიზა შელიასკოლის მოსწავლე ტელესკოპით ცას აკვირდება
სკოლის მოსწავლე ტელესკოპით ცას აკვირდება - Sputnik საქართველო
სკოლის მოსწავლე ტელესკოპით ცას აკვირდება

ახალგაზრდა ასტრონომები არა მხოლოდ მსგავსი ღონისძიებების გაგრძელებას, არამედ სკოლის მოსწავლეებისთვის გარკვეული საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასაც აპირებენ.

„1-12 კლასების მოსწავლეებს გალაქტიკის შესახებ გვინდა ვუამბოთ. ადამიანებს უფრო პრაქტიკა აინტერესებთ, ვიდრე თეორია, ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოვიტანოთ ტელესკოპები და ნებისმიერ მსურველს იუპიტერზე, მარსზე, სატურნსა თუ მთვარეზე დაკვირვების საშუალება მივცეთ“, — აღნიშნა კუჭაძე.

ობსერვატორიის შენობა - Sputnik საქართველო
ძველტფილისური ნაგებობები რაღაცით ადამიანებს ჰგვანან

მან ასტრონომიის ყველა მსურველს მოუწოდა, გაერთიანდნენ ჯგუფში Astronet.ge, სადაც შესაძლებელია პასუხის მიღება ნებისმიერ კითხვაზე და ამ სფეროში ბოლო სიახლეებისთვის თვალის მიდევნება.

მისი თქმით, ასტრონომია საკმაოდ ძვირი სფეროა, ის დიდ ფულად ინვესტიციებს მოითხოვს. უსახსრობის გამო ქვეყანაში ეს სფერო ნაკლებად არის განვითარებული.

ამჟამად საქართველოში მხოლოდ ერთი — აბასთუმნის ობსერვატორია მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ობსერვატორიის ყველაზე დიდი ტელესკოპი სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს, ქართველი მეცნიერები კვლევებს მაინც განაგრძობენ.

ყველა ახალი ამბავი
0