თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც ჩინეთის პროვინცია ხუნანში მოხდა, მანქანის ზეთის გაჟონვის გამო 35 ადამიანი ცოცხლად დაიწვა, იტყობინება Sputnik International.
გამოცემა Shanghai Daily-ს მონაცემებით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე მოხდა. ავტობუსი, რომელშიც 56 მგზავრი იმყოფებოდა, ტრასის ბორდიურს დაეჯახა. შედეგად მანქანიდან გადმოიღვარა ზეთი და აალდა. ხანძრის შედეგად ავტობუსი მთლიანად დაიწვა. 21 მგზავრი ჰოსპიტალიზებულია, ავტობუსის მძღოლი კი დაკავებული.