თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ქვეყნის კანონის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარებაზე პეტიციას 350 ათასი ხელმოწერა სჭირდება, ხოლო რეფერენდუმის შედეგს აუცილებლად შესასრულებელი ძალა აქვს, იტყობინება სააგენტო "რია ნოვოსტი" რეიტერზე დაყრდნობით.
პეტიციის ინიციატივა სლოვაკეთის სახალხო პარტიამ წამოაყენა.
„დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა გადაწყვიტეს უარი თქვან ბრიუსელის დიქტატურაზე. სლოვაკეთისთვისაც დადგა დრო დატოვოს ევროპის ეს ჩასაძირად განწირული „ტიტანიკი“, — ნათქვამია პეტიციაში.
ოფიციალური მონაცემებით, ხუთშაბათს დიდ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე Brexit-ს მხარი 51,9%-მა დაუჭირა.