აცენის წინამძღვარი აცხადებს, რომ პოლიციამ სცემა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნასვამ და დასისხლიანებულ მოძღვარს პირველად დახმარება ოზურგეთის საავადმყოფოში გაუწიეს და შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი მამა გაბრიელ კახელიშვილი აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“_თან  საუბრისას წინამძღვარმა განაცხადა, ის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს რა დროსაც ლანჩხუთში პოლიციამ გააჩერა. მისი თქმით მან ავტომობილი გააჩერა და სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადა. როგორც აცანის ეკლესიის წინამძღვარი ყვება, ამის შემდეგ პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო, მანქანაში ჩასვა და სასტიკად სცემა.

თავის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2106 წლის 26 ივნისს, დაახლოებით დილის 5 საათზე, ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა შეაჩერეს, რომელსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი სასულიერო პირი რომან კ. მართავდა.

განცხადების თანახმად, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სასულიერო პირს განუმარტა, რომ გადაჭარბებული სიჩქარით, მით უფრო, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იყო არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ, საფრთხეს უქმნიდა თავად მძღოლის, მისი მგზავრებისა და სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს. სამართალდამცველებმა რომან კ.-ს არაერთგზის შესთავაზეს, რომ თავად მიიყვანდნენ შინ, რასაც მისი მხრიდან აგრესია მოჰყვა.

„სასულიერო პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. სამართალდამცველებმა რომან კ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს, დაკავებულმა ავტომანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად სასულიერო პირი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები გრძელდება», — ნათქვამია განცხადებაში. 

შსს ასევე აცხადებს. რომ არსებობს მომხდარი ფაქტის სრული ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერითაა გადაღებული და აღნიშნულ ვიდეომასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოში გადააგზავნის. 


ყველა ახალი ამბავი
0