თბილისში ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო

© GeoWFგირა
გირა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მხრიდან ჩემპიონობისათვის 12 სპორტსმენი იბრძოლებს, რომელთა შორის 8 ვაჟი და 4 ქალია.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი მედლების გათამაშება მოხდა მამაკაცებს შორის 56 კგ-მდე წონით კატეგორიაში. გამარჯვებული ტაილანდის წარმომადგენელი ვუტუნ მინგმუნი გახდა. 

ორჭიდის ჯამში, მან 265 კგ დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ ეკვადორელ რაფაელო პატრისიოს 29 კილოგრამით აჯობა.  ბრინჯაოს მედალი სენო იუიამ მოიპოვა იაპონიიდან. ქართველი სპორტსმენები მოცემულ წონით კატეგორიაში არ გამოდიოდნენ. 

ტურნირში, რომელიც „ოლიმპიური პარკის“ ტერიტორიაზე ტარდება, 250 ათლეტი იღებს მონაწილეობას (110 ქალი და 140 მამაკაცი) მსოფლიოს 47 ქვეყნიდან. 

საქართველოს ნაკრები შეჯიბრზე 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი (8 მამაკაცი და 4 ქალი). 

საქართველოს მხრიდან ჩემპიონატში მონაწილეობენ:  მამაკაცები — გოდერძი ბერძენიძე (-62კგ), გოგო ჩხეიძე (-69 კგ), ნოდარ კაკაბაძე (-77კგ), რევაზ დავითაძე (-85კგ), ირაკლი ჯალაღონია და ირაკლი ჩხეიძე (-94კგ), გიორგი ჩხეიძე და დავით ხეცურიანი (-105 კგ). 

ქალები — მარიამ სარიევა (-63კგ), სოფიკო მუქათარიძე (-69 კგ), თეონა ჯიჯიაშვილი (-75კგ), ანასტასია გოტფრიდი (+75 კგ). ნ

მსოფლიო ჩემპიონატი 2 ივლისამდე გასტანს. 


ყველა ახალი ამბავი
0