სტუდენტებმა ნამჯისგან სახლი ააშენეს

© https://www.facebook.com/david.chachanidze.9?fref=tsდავით ჩაჩანიძის ნამჯის სახლი
დავით ჩაჩანიძის ნამჯის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშენებლო მასალად გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული მასალები, ხე, თიხა და ნამჯა. კედლები, იატაკი და ჭერი დათბუნებულია ნამჯით გადახურული ხის მასალით და გალესილი თიხით.

ნინი რაზმაძე 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექვსმა სტუდენტმა ნამჯისგან სახლი ააშენა. რა უპირატესობები და  დანიშნულება აქვს ნამჯისგან აშენებულ სახლს და რას გემგები აქვთ სამოამვლოდ სუტდენტებს,  ამის გასაგებად „ სპუტნიკი“ ესაუბრა საგრანტო პროექტის ხელმძღავენელს ნინო ამბოკაძეს.

- როგორ გაჩნდა იდეა აგეშნებინათ ნამჯის სახლი?

— თავიდან ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანმა გვითხრა რომ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ არსებობს და შეგვეძლო ენერგეტიკასთან დაკავშირებული პროექტი გაგვეგზავნა. ჩემი იდეის შესახებ ვუთხარი მეგობრებს, დავუკავშირდი ჩემს ლექტორს, რომელმაც შემოგვთავაზა გაგვეკეთებინა ნამჯის სახლი, ამის შემდეგ ამ თემაზე დავიწყეთ  მუშაობა. 

- საქართველოში რამდენად არის გავრცელებული ასეთი ტიპის სახლები?

— საქართველოში ნამჯის სახლები  გავრცელებული არ არის, ჩვენთან ძირითადად სათბურები არსებობს და მხოლოდ ახლახან  აშენდა ზემო ბაკურციხეში ნამჯის სახლი.

- რა დანიშნულება აქვს თქვენს ნამჯის სახლს?

— ჩვენს შემთხვევაში ეს არის ლაბორატორია, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტებს ჩაატარონ ლაბორატორიული ცდები. სათავსოს შემომზღუდავი კედლების, იატაკის, ჭერის, ფანჯრების ხვედრითი, თბური მახასიათებლების ექსპერიმენტული მონაცემების კვლევისთვის, რომელიც შემდეგ გამოიყენება თბოდანკარგების, ტემპერატურისა და სითბოს გადანაწილების, თბოგამტარობის, თერმული წინაღობების გასაანგარიშებლად. 

© NINI RAZMADZEნამჯის სახლი
ნამჯის სახლი - Sputnik საქართველო
ნამჯის სახლი

- რა მასალისგან ააშენეთ?

— სამშენებლო მასალად გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული მასალები, ხე, თიხა და ნამჯა. მშენებლობაში უშუალო მონაწილეობას იღებდნენ პროექტის მონაწილეები და გვეხმარებოდნენ სხვა სტუდენტებიც. გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე,  დიდი ხანი მოგვიწია მშენებლობა, თუმცა 3-4 თვე საკმარისია მსგავსი სახლის ასაშენებლად, დაახლოებით 4000 ლარი დაჯდა. კედლები, იატაკი და ჭერი დათბუნებულია ნამჯით გადახურული ხის მასალით და გალესილი თიხით.

- ადგილი რის მიხედვით შეარჩიეთ?

— ჩვენ ავაშენეთ „გეპეის“  მერვე კორპუსის გვერდითა მიშენების სახურავზე, სადაც არის დამონტაჟებული განახლებადი ენერგიები, მზის, ქარის და თბური ტუმბოს დანადგარი.

- საზოგადოების მხრიდან რა გამოხმაურება მოყვა?

— საზოგადოება დადებითად შეხვდა, რამდენიმეს მსგავსი ტიპის სახლის მშენებლობის სურვილიც გაუჩნდათ. 

- ამ ეტაპზე სახლის მშენებლობა დასრულებულია?

— უკვე დასრულებულია, შიგნიდანაა გასალესი.

- რა უპირატესობა აქვს ნამჯის სახლებს?

— მსგავსი ტიპის სახლების უპირატესობა ის არის,  რომ იგი ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი, ცეცხლგამძლე და ასევე ენერგოეფექტურია, რაც მომხმარებელს მისცემს ეკონომიურობას როგორც მშენებლობის ისე გათბობა — კონდიცირებისას. მღრნელებისათვის არასასურველია საცხოვრისად, რადგან ნამჯას აქვს სფეციფიური სუნი, რომელიც გალესვის შემდგომ ქრება, თუმცა მღრნელები მაინც გრძნობენ. 

- სამოვლოდ რა გეგმები გაქვთ?

— დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი სახლები დაინერგება ტურისტულ- რეკრეაციულ ზონებში, ასეთი კოტეჯები ტურიზმის განვითარებასაც შუწყობს ხელს. 


ყველა ახალი ამბავი
0