თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსის დოლართან მიმართებით ვარდნა BRexit-ს დაუკავშირა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 ივნისს ქართული ლარის აშშ დოლართან ახალი კურსი დაადგინა: 2,2941 ლარი/$1. წინა ნიშნულთან შედარებით, ეროვნული ვალუტა 0,0510 ლარით გაუფასურდა.
„ეს არის ერთჯერადი გავლენა, რომელიც მოხდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად აისახა ჩვენ ვალუტაზე“, — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
მინისტრმა მოსახლეობას ურჩია, უცხიური ვალუტა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძინოს ან გაყიდოს, „ყოველგვარი მოლოდინების გარეშე“.