თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ამერიკული როკ-ჯგუფის, ლეგენდარული „აეროსმიტის“ სოლისტმა ატივენ ტაილერმა განაცხადა, რომ ჯგუფი, 46 წლიანი აქტიური მოღვაწეობის შემდეგ, იშლება, წერს NME.
„გამოსათხოვარ ტურში გავემგზავრებით, მხოლოდ იმიტომ რომ დრო მოვიდა. მიყვარს ეს ჯგუფი, მართლა მიყვარს. სულ ორი ჯგუფი დარჩა, რომელსაც ისევ ორიგინალური შემადგენლობა ჰყავს: ჩვენ და „როლინგ სთოუნზი“. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ“, — განაცხადა სტივენ ტაილერმა ჰოვარდ სტერნთან რადიოინტერვიუში.
ჟურნალისტი შეძრა ამ ინფორმამციამ და მომღერალს სთხოვა დაედასტურებინა, რომ ჯგუფი გამოსამშვიდობებელ ტურს გეგმავს. ამაზე ტაილერმა უპასუხა, რომ ეს სავარაუდოდ მომავალ წელს მოხდება. ამასთან მუსიკოსს არ უთქვამს, იცის თუ არა გიტარისტმა ჯო პერიმ ამ გეგმების შესახებ რამე. მხოლოდ იხუმრა, ტურნე, სავარაუდოდ, მარადიული იქნებაო.
ჯგუფი „აეროსმიტი“ 1970 წელს ჩამოყალიბდა. მისი ლიდერი მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ სტივენ ტაილერი იყო. 2001 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. „აეროსმიტი“ ასევე შედის ყველაზე სახელოვანი მუსიკოსების იმ რეიტინგში, რომელიც ტელეარხმა „VH1-მა“ და ჟურნალმა „Rolling Stone-მა“ შეადგინეს.
ჯგუფის არსებობის მანძილზე სულ გაიყიდა 150 მილიონი ალბომი და ოთხჯერ აიღო „გრემი“.