თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ქართველმა სამართალდამცავებმა თურქეთის მოქალქე აჰმეტ ს. დააკავეს, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული ყალბი ფულის დამზადების გამო, იუწყება საქართველოს შსს.
„აჰმეტ ს.-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 197/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ფულის გაყალბებას გულისხმობს“, — ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
ეჭვმიტანილი თბილისის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის სტამბოლში გაფრენას ცდილობდა.
აჰმეტ ს. რომელიც 1987 წელსაა დაბადებული, ანკარის ინტერპოლის წითელი ცირკულარით მიმდინარე წლის 21 მარტიდან იძებნება.
ამჟამად აჰმეტ ს.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.