თბილისის მერია სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციას იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსააკაძის მოედანი
სააკაძის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანულმა საკონსულტაციო კომპანია „A+S-მა“ წლის დასაწყისში თბილისში მასშტაბური კვლევები ჩაატარა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციას იწყებს. სამუშაოები ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება, იუწყება თბილისის მერიის პრესსამსახური.

„მოედანზე მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დამონტაჟდება შუქნიშნები და განახლდება საგზაო მონიშვნები, რაც გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობას და მოძრაობა მეტად უსაფრთხო გახდება“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

მოედნის რეკონსტრუქცია გერმანული საკონსულტაციო კომპანია „A+S-ის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს.

© თბილისის მერიასააკაძის მოედნის სარეკონსტრუქციო გეგმა
სააკაძის მოედნის სარეკონსტრუქციო გეგმა  - Sputnik საქართველო
სააკაძის მოედნის სარეკონსტრუქციო გეგმა

გერმანულმა კომპანიამ პიკის საათებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის ნაკადების ინტენსივობა შეისწავლა, რის შემდეგაც სიმულაციებისა და მოდელირებების საშუალებით პრობლემის აღმოფხვრის გზები მოძებნა.

სპეციალისტების დასკვნით, სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გამტარიანობა მინიმუმ 8-10%-ით გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0