ნარიშკინი: არჩევნები სათათბიროში არ უნდა გახდეს მანდატისთვის რბოლა ნებისმიერ ფასად

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ნარიშკინი
სერგეი ნარიშკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავად არჩევნები ჩვენი ქვეყნის მთელი პოლიტიკური სისტემის შემოწმების არსებით ელემენტს შეიცავს, განაცხადა ნარიშკინმა.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. არჩევნები სახელმწიფო დუმაში ნებისმიერ ფასად მანდატისთვის ბრძოლა არ უნდა გახდეს, განაცხადა ხუთშაბათს სახელმწიფო დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

სახელმწიფო სათათბიროს შენობა - Sputnik საქართველო
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები გაეცნენ პუტინის ბრძანებას არჩევნების შესახებ

„ეს არჩევნები არ უნდა გახდეს მანდატისთვის რბოლა ნებისმიერ ფასად. თავად არჩევნები ჩვენი ქვეყნის მთელი პოლიტიკური სისტემის შემოწმების არსებით ელემენტს შეიცავს და ამავდროულად, შესაძლებლობას იძლევა, ჩამოყალიბდეს დამატებითი დღის წესრიგი ყველა დონის სახელმწიფო და მუნიციპალური ხელისუფლებისთვის. თანაც ეს კანდიდატებსა და ამომრჩეველს შორის დიალოგის სახით მოხდეს“, – განაცხადა ნარიშკინმა.

ის იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით გამოცხადებული საარჩევნო კამპანია სწორედ ასეთ შედეგს გამოიღებს.


ყველა ახალი ამბავი
0