საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას

© МИД Грузииმიხეილ ჯანელიძე და ფედერიკა მოგერინი
მიხეილ ჯანელიძე და ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის საინფორმაციო უსაფრთხოების სტანდარტებთან საქართველოს დაახლოება ხელს შეუწყობს ევროკავშირის მისიებში ქართველი სამშვიდობოების მონაწილეობის ეგექტიანობის ამაღლებას.

თბილისი. 23 ივნისი — Sputnik. ხუთშაბათს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“. 

დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ევროკავშირის დიპლომატიის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.

შეთანხმების გაფორმება ემსახურება ევროკავშირის ქვეყნების ინფორმაციის უსაფრთხოების სტანდარტებთან საქართველოს დაახლოებას და, როგორც უწყება განმარტავს, შეთანხმება აუცილებელი ელემენტია ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით.

თაბორის მთა - Sputnik საქართველო
რუსეთის წარმომადგენლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე თბილისში დაუბრკოლებლივ ჩამოვლენ

„2016 წლის 23 ივნისს  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ,“- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

მოგერინიმ ხაზი გაუსვა, რომ ორშაბათს ჩატარებული შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე  ევროკავშირის 28 წევრ-ქვეყნის სახელით მან მკაფიოდ დააფიქსირა აზრი საქართველოსათვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე. მოგერინის თქმით, საქართველომ  ყველა პირობა შეასრულა და ევროკომისიის რეკომენდაცია გულისხმობს ქვეყნისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭებას.

ყველა ახალი ამბავი
0