დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს სამხედრო გზა
საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გზის გადაკეტვის მიზეზი ღვარცოფი გახდა.

თბილისი, 23 ივნისის — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, კმ 134-კმ 135  მონაკვეთზე, საშიშ ზონაში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.  

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0