თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. უქმეები საქართველოში წვიმიანი, მაგრამ ცხელი იქნება-ტემპერატურა 31-35 გრადუსამდე აიწევს, გარემოს ერვნულ სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия"
ამინდი პარასკევს
საქართველოს რაიონების უმრავლესობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. ქარი დაუბერავს წამში 10-15 მეტრის სიჩქარით.
დასავლეთ საქართველოში დავლობში ღამით მასალოდნელია 17-22 გრადუსი სითბო, დღისით კი 27-32. მაღალ მთაში ღამით პლიუს 9-14 იქნება, დღისით-21-26.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 17-22 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-28-33. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 9-14, დღისით-18-23.
თბილისელებს ხანმოკლე წვიმა ელის. ღამით 20 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-30.
ამინდი შაბათს
საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა მოვა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. ქარი დაუბერავს წამში 10-15 მეტრის სიჩქარით.
დასავლეთ საქართველოში დავლობში ღამით მასალოდნელია 16-21გრადუსი სითბო, დღისით კი 28-33. მაღალ მთაში ღამით პლიუს 6-11 იქნება, დღისით-23-28.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 15-20გრადუსი სითბო იქნება, დღისით-26-31. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია8-13, დღისით-18-23.
თბილისელებს ხანმოკლე წვიმა ელის. ღამით 18 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-29.
ამინდი კვირას
საქართველოს ზოგიერთ რაიონში ისევ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. ქარი დაუბერავს წამში 10-15 მეტრის სიჩქარით.
ღამით დასავლეთ საქართველოში დავლობშიმასალოდნელია 16-21გრადუსი სითბო, დღისით კი 30-35. მაღალ მთაში ღამით პლიუს 5-10 იქნება, დღისით-25-30.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 15-20 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-28-33. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 6-11, დღისით-20-25.
თბილისში ღამით სინოპტიკოსები ვარაუდობენ 17 გრადუს სითბოს, დღისით კი-32.
შემდეგი კვირიდან ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ტემპერატურა 35 გრადუსამდე აიწევს, დასავლეთში კი 37-მდე.