"თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იტყობინება, რომ 24 ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, ტაბიძის, გაგარინის, ქერჩის, მამკოდის, მორეტის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, წულუკიძის, ყვარლის, მთისძირის, რატილის, ტვიშის, მესხეთის, უშაკოვის, ქვის სახლის და გეზათის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, მელითონეთა ქვემო დასახლების და ვარკეთილი-3 დასახლების III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი სააკაძის, დავით ჭიჭინაძის, ცოტნე დადიანის, ბენდელიანის, ცინცაძის, ლეჩხუმის, სვანეთის, ნიკო მარის, იმერეთის, ხევსურეთის, ჩარგლის, გუდამაყრის, თიანეთის და სიხარულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის, უზნაძის და რეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0