ოლიმპიადის საერთაშორისო დღე — 23 ივნისი

© сайт МОКოლიმპიური ცეცხლი
ოლიმპიური ცეცხლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლიმპიადა სათავეს ღრმა წარსულში, ჩვენს ერამდე 776 წელს იღებს. სწორედ მაშინ გაიმართა პირველი თამაშები ოლიმპიაში და სახელიც აქედან გამომდინარე დაერქვა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 23 ივნისს მსოფლიოში ოლიმპიადის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები ამ დღეს საკუთარ ქვეყნებში სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებებს მართავენ, ძირითადად, სირბილთან დაკავშირებულს, რათა შეძლებისდაგვარად მეტი მონაწილე მიიზიდონ.

© OLYMPIC.ORGოლიმპიური თამაშები, ათენი, 1896 წელი.
ოლიმპიური თამაშები, ათენი, 1896 წელი. - Sputnik საქართველო
ოლიმპიური თამაშები, ათენი, 1896 წელი.

გადმოცემის თანახმად, პირველი თამაშები ჩვენს ერამდე 776 წელს ჩატარებულა ბერძნებისთვის წმიდად მიჩნეულ ოლიმპიაში დაამ გრანდიოზული სპორტული ღონისძიების დასახელებაც  სწორედ აქედან წარმოიშვა.

ცნობილია, რომ ოლიმპიადას იმ ეპოქაში იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ მეომარი სახელმწიფოები, როცა თამაშები იწყებოდა, ბრძოლას წყვეტდნენ და ზავდებოდნენ.

ანტიკურ ხანაში ოლიმპიადის განუყრელი შემადგენელი იყო რელიგიური ცერემონიები. პირველი დღე მსხვერპლთშეწირვას ეთმობოდა, ათლეტები საკუთარ მფარველ ღმერთებს სწირავდნენ მსხვერპლს და ლოცვას აღავლენდნენ მათ სახელზე. იგივე მეორდებოდა ოლიმპიური თამაშების ბოლო დღესაც, როდესაც გამარჯვებულებს აჯილდოებდნენ.

ოლიმპიაში სულ 293–ჯერ ჩატარდა თამაშები, სანამ რომის იმპერატორმა თეოდოსიუს I–მა ჩვენი წელთაღრიცხვის 394 წელს ოლიმპიადა, როგორც „წარმართობის გადმონაშთი“, არ აკრძალა.

1894 წლის ივნისში პარიზში ფიზიკური აღზრდის პრობლემებთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა, რომელშიც 12 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონგრესზე სიტყვით გამოვიდა ბარონი პიერ დე კუბერტენი და ოლიმპიადის აღდგენის ინიციატივა წამოაყენა.

© OLYMPIC.ORGოლიმპიური ცეცხლი
ოლიმპიური ცეცხლი - Sputnik საქართველო
ოლიმპიური ცეცხლი

სწორედ მაშინ შეიქმნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომლის გენერალურ მდივნადაც პიერ დე კუბერტენი აირჩიეს.

კონგრესმა გადაწყვიტა, რომ საუკუნეების წინ შეწყვეტილი ოლიმპიური თამაშები აღედგინა და პირველი ოლიმპიადა უკვე ორი წლის შემდეგ, 1896 წელს ჩაეტარებინა საბერძნეთში. იმ ოლიმპიადაში 14 ქვეყნის 241–მა ათლეტმა მიიღო მონაწილეობა.

მას შემდეგ უკვე 49 ოლიმპიადა ჩატარდა. აქედან 27 ზაფხულისა და 22 — ზამთრისა.

ამ ხნის განმავლობაში თამაშები მხოლო სამჯერ არ ჩატარდა: 1916, 1940 და1944 წლებში — პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამო.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის სიმბოლოდ დღემდე რჩება ჯერ კიდევ კუბერტენის მიერ ოლიმპიური კომიტეტისთვის შეთავაზებული სიმბოლიკა: დროშაზე გამოსახული, ერთ მანეთში ჩაწნული ხუთი სხვადასხვა ფერის რგოლი.

ეს რგოლები ქვეყნის ხუთ ნაწილს განასახიერებს: ლურჯი ევროპას, წითელი ამერიკას, ყვითელი აზიას, შავი აფრიკას, ხოლო მწვანე — ავსტრალიას. ამასთან, ლურჯი, შავი და წითელი რგოლები ზედა რიგშია მოთავსებული, ხოლო ყვითელი და მწვანე — ქვედაში.

© Александр Вильфრიო-დე-ჟანეირო
რიო-დე-ჟანეირო - Sputnik საქართველო
რიო-დე-ჟანეირო

რგოლების ერთმანეთში ჩაწვნა კი სპორტის წინაშე ქვეყნის ყველა ნაწილის, ყველა კონტინენტის, ყველა რასის, ხალხებისა და ქვეყნების თანაბრობის სიმბოლოა.

ოლიმპიური მოძრაობის დევიზია „უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად“ (Citius, Altius, Fortius).

ოლიმპიური ცეცხლი, ტრადიციულად, ოლიმპიაში ინთება მზის სხივებით და შემდეგ ესტაფეტით ჩადის თამაშების მასპინძელი ქვეყნის იმ ქალაქში, რომელიც ორგანიზატორად გვევლინება.

ყველა ახალი ამბავი
0