დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმს ატარებს

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშილონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდ ბრიტანეთში ევროპის კავშირიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმზე კენჭისყრა მიმდინარეობს.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ევროპის კავშირში დიდი ბრიტანეთის შემდგომი ყოფნის შესახებ რეფერენდუმზე კენჭისყრისთვის საარჩევნო უბნები დიდ ბრიტანეთში დილიდან გაიხსნა. მოსახლეობის წინაშე დგას ამოცანა, წინასწარ განსაზღვროს თავისი ქვეყნის განვითარების ვექტორი ათეულობით წლით წინ და უპასუხოს კითხვას: „უნდა დარჩეს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი, თუ უნდა გამოვიდეს ევროკავშირიდან?“

როგორც საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, ხმის მიცემა შეუძლია 46,5 მილიონ ადამიანს, მათ შორის გიბრალტარის 24,1 ათას მცხოვრებს, რომელთაც ხმის უფლება აქვთ. უბნებზე, ამომრჩევლის გარდა, მხოლოდ საარჩევნო კომისიების თანამშრომლები და დამკვირვებლები დაიშვებიან.

ხმის მიცემის პროცედურა მარტივია — ამომრჩეველი უნდა მივიდეს უბანზე, წარადგინოს ვინაობის დამადასტურებელი საბუთი, მიიღოს ბიულეტენი, მონიშნოს სასურველი პასუხი და ჩაუშვას ბიულეტენი დაბეჭდილ ურნაში.

აგიტაციური კამპანიის დროს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობის მომხრე და მოწინააღმდეგე მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით შუაზე გაიყო; თუმცა, ბოლო დროს ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა.

ხმების დათვლა უბნების დაკეტვისთანავე დაიწყება (ადგილობრივი დროით 22:00 საათზე). პირველი მონაცემები შედეგებზე ღამის დაახლოებით 02:00 საათისთვის იქნება ცნობილი. შედეგებს პარასკევს დილით გამოაცხადებენ.

ყველა ახალი ამბავი
0