ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდს გამოეთიშა

© https://www.facebook.com/sport.youth.georgiaნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ეგვიპტელ საფვატთან წააგო.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი უიმბლდონის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში დამარცხდა და ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის შანსი დაკარგა.

ბასილაშვილის მეტოქე ეგვიპტელი მოჰამედ საფვატი იყო. ქართველი ჩოგანი კვალიფიკაციის დაწყებამდე АТР-ს რეიტინგში105-ე ადგილს იკავებდა, ხოლო საფვატი — 219-ე პოზიციას. მიუხედავად კლასში ამგვარი საგრძნობი განსხვავებისა, ეგვიპტელმა სამივე სეტში გაიმარჯვა — 5:7, 6:3, 5:7.

გასულ წელს ბასილაშვილი უიმბლდონის მესამე რაუნდამდე მივიდა.

ყველა ახალი ამბავი
0