რატომ გადაუგდო კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტს მიკროფონი

გამოწერა

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ჟურნალისტზე გაბრაზდა, რომელმაც ევრო 2016-ის მატჩის წინ კომენტარი სთხოვა. სპორტსმენმა ჟურნალისტს მიკროფონი ხელიდან გამოგლიჯა და ტბაში გადააგდო.

ინციდენტი ლიონში საწვრთნელ ბაზაზე მოხდა, როდესაც პორტუგალიელები მიმდებარე ტერიტორიაზე სეირნობდნენ.

ტელეარხ RT-ის ცნობით, ჟურნალისტი პორტუგალიურ გამოცემა Correio da Manhã-ს წარმოადგენდა. მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ჟურნალისტთან ურთიერთობა იმ მიზეზით არ ისურვა, რომ Correio da Manhã-ში რონალდუს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ბევრი მასალა იბეჭდება.

ყველა ახალი ამბავი
0