ქართველმა ძმებმა პოზნანში საფეხბურთო გუნდი "Brotherhood" -საძმო ჩამოაყალიბეს

© FB/Shoti Shotiko Khalibegashviliშოთიკო ყალიბეგაშვილი
შოთიკო ყალიბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს პოლონეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტს, პროფესიონალ კალათბურთელს შოთიკო ხალიბეგაშვილს გაგაცნობთ.

 იგი წარმოშობით ახალგორიდანაა და 2013 წლიდან ცხოვრობს პოლონეთში, სადაც ადამ მიცკევიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს. თან საუნივერსიტეტო მთავარ ლიგაში კალათბურთს თამაშობს. გუნდი, სადაც ის თამაშობს საუკეთესოა და პოლონეთის მასშტაბით მეორე ადგილზეა. მოგვიანებით ძმასთან ერთად მან ფეხბურთის გუნდი, სახელად "Brotherhood" —საძმო ჩამოაყალიბა. შოთიკოს პოლონეთში დავუკავშირდი.

-შოთიკო, სანამ პოლონეთში გაემგზავრებოდით, ოჯახთან ერთად წეროვანის დევნილთა დასახლებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდით.. 

— წარმოშობით ახალგორიდან ვარ. ჩემი ოცნება იყო კალათბურთის თამაში, რის საშუალებაც ახალგორში წრის არარსებობის გამო არ მქონდა. სკოლა თბილისში გავაგრძელე, მყავს უფროსი ძმა, რომელმაც სწავლა "წეროვანის დევნილთა დასახლებულ" ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში გააგრძელა. ის ყოველთვის კარგი ნიშნებითა და აქტივობით გამოირჩეოდა და ადგილობრივ პროგრამებშიც წარმატებით გამოდიოდა. 

© FB/ Shoti Shotiko Khalibegashviliშოთიკო ხალიბეგაშვილი
შოთიკო ხალიბეგაშვილი - Sputnik საქართველო
შოთიკო ხალიბეგაშვილი

-კალათბურთი შეიძლება ითქვას, წმინდა თბილისური სპორტის სახეობაა და ამ ქალაქში ის ცხოვრების წესსაც განსაზღვრავდა. 

— კალათბურთი მართლაც ჩემი ცხოვრების სტილია. დაახლოებით 8 წელია, უკვე პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობ. თუ რატომ ავირჩიე, ამისი ერთი მიზეზი ისიცაა, რომ კალათბურთს სკოლის ასაკში  დედაჩემიც თამაშობდა და ძალიან წარმატებულადაც. ყოველთვის მიყვარდა ბურთის კალათში სროლა, მაგრამ თამაში არასდროს მიცდია, რადგან ამისი საშუალება არ გვქონდა. ჩემს ოცნებას ფრთები თბილისში გადასვლიდან 1-2 თვეში შეესხა.15 წლის ასაკში საკალათბურთო სკოლაში "წერეთლის მანეჟი" მივედი, სადაც მითხრეს, რომ ამ ასაკში კალათბურთის თამაშის დაწყება ცოტა არ იყოს, გვიანიაო, თუმცა მოყვარულის დონეზე შეგიძლიათო. ასე დავიწყეთ მეგობრობა მე და კალათბურთმა. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ვაჟა ჭკუასელი, რომელმაც კალათბურთის „ანი-ბანი“ მასწავლა და რისთვისაც მისი მადლობელი ვარ. ჩემი საკალათბურთო კარიერა საქართველოში წარმატებით წარიმართა. დაახლოებით წელიწადნახევარში ჩავირიცხე "მართვე- 3"-ის რიგებში, სადაც მალევე ამავე გუნდის კაპიტანი გავხდი და U-18-ის  საქართველოს ჩემპიონატში გამოვდიოდი. შემდეგ გავხდი "თბილისის კარდინალის" კაპიტანი, სადაც U-20-ის საქართველოს ჩემპიონატში ვიასპარეზეთ. ბოლო წელს ჩავირიცხე საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" რიგებში, სადაც ტრავმების გამო ჩავარდნა მქონდა. მადლობა გუნდის მწვრთნელს, ლიკა ქაჯაიას, რომ ტრავმების მიუხედავად გუნდში მაინც მიმიღო.

- პოლონეთში, კერძოდ პოზნანში როგორ აღმოჩნდით?

— არსებობს ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია "For Better Future", რომლის დამფუძნებელიცაა, ქალბატონი ნანა ჩქარეული, ამასთან ის ასევე დამფუძნებელია ორგანიზაციის „ახალგაზრდული სახლი წეროვანში", რომელიც დევნილთა დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს ადამიანი უდიდეს საქმეს აკეთებს ახალგაზრდებისთვის, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. სწორედ ქალბატონი ნანასგან  გავიგეთ, რომ არსებობს პროგრამა "Erasmus Mundus", რომელიც საშუალებას აძლევს პერსპექტიულ სტუდენტებსა და სპორტსმენებს, რომ უფრო ფართო ასპარეზზე გამოვიდნენ. მოვიძიე ყველა საჭირო დოკუმენტი, რასაც ითხოვდნენ და გავაგზავნეთ..  დაახლოებით 2 თვის შემდეგ მეც და ჩემს ძმასაც დადებითი პასუხი მოგვივიდა, რამაც დიდი მოტივაცია მომცა და 2013 წლის ივლისიდან უკვე პოლონეთში გადმოვსახლდი.

- მესამე წელია, ისეთ ქალაქში ცხოვრობ, რომელიც მსოფლიო სტუდენტობის ცენტრად ითვლება. როგორია აქაური სტუდენტობა?

— დიახ, 23 წლის ვარ და მესამე წელია, ქალაქ პოზნანში ვცხოვრობ. ყველაზე სტუდენტურ ქალაქში, სადაც სტუდენტები მთელი მსოფლიოდან იყრიან თავს. ვსწავლობ ადამ მიცკევიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებზე, კერძოდ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. წელს სადიპლომო გამოცდები მაქვს. ჩემს ირგვლივ ყველაფერი უცხო იყო, რაც ყველაფერს ორმაგად საინტერესოს ხდიდა. ასე დაიწყო ჩემი სტუდენტური ცხოვრება. ვფიქრობ, როდესაც იძულებული ხარ საყვარელი გარემო და ქვეყანა დატოვო და სრულიად უცხო გარემოს შეეგუო, ეს გარემოება დამოუკიდებელს გხდის. მერე იწყებ საკუთარი თავის ძიებას, აღმოჩენას და პიროვნულადაც ყალიბდები.

© FB/ Shoti Shotiko Khalibegashviliშოთიკო ხალიბეგაშვილი
შოთიკო ხალიბეგაშვილი - Sputnik საქართველო
შოთიკო ხალიბეგაშვილი

-შოთიკო, აქ ჩამოსვლის მერე ადგილობრივ მთავარ გუნდში მოხვდით, როგორი მეგობრები არიან პოლონელები საკალათბურთო მოედანს მიღმა? 

— შევეცდები მოკლედ გიამბოთ, საუნივერსიტეტო მთავარ ლიგაში როგორ მოვხვდი. აქ რომ ჩამოვედი, ჩემზე უკვე იცოდნენ და ჩემმა კოორდინატორმა მალევე დამაკავშირა მწვრთნელთან და პირველ წლიანთა ტურნირზე სათამაშოდ დამიბარეს. (ამ პერიოდში ჯერ კიდევ ტრავმებს ვიშუშებდი) მოკლედ მივიღე მონაწილეობა და გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ მთავარი გუნდის ვარჯიშზე გამომიძახეს. ასე მოვხვდი ყველაზე პრესტიჟულ სტუდენტურ ლიგაზე და 2014-2015 წლების სეზონზე წარმატებული გამოსვლა გვქონდა. პოლონეთის მასშტაბით მეორე ადგილოსანი საუკეთესო გუნდი გავხდით. ურთიერთობა გუნდელებთან კარგი მაქვს, მაგრამ გულწრფელად  გაგანდობთ, რომ გუნდური თამაშიც და საერთოდ "ძმაკაცობაც" ქართველებმა უფრო ვიცით…

- პროფესიონალი კალათბურთელი ხარ, თუმცა პოლონეთში ძმასთან ერთად ფეხბურთის გუნდი, სახელად "Brotherhood" —საძმო ჩამოაყალიბე. რითი ახსნი ამ ფაქტს?

— დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი ძმა ფეხბურთს ბავშვობიდან თამაშობდა, მაგრამ შემდგომში სწავლის გამო დანებება მოუწია. აქ ხშირად იმართება სტუდენტური თუ სამოყვარულო ხასიათის ტურნირები და ჩვენც სურვილი გაგვიჩნდა, რომ გუნდი ჩამოგვეყალიბებინა. რადგან ეს იდეა ძმებს მოგვივიდა თავში, გუნდსაც  "Brotherhood" —საძმო დავარქვით, დავიმატეთ საუკეთესო ქართველი მეგობარი, რამდენიმე უცხოელიც და სხვადასხვა ტურნირებზე დავრეგისტრირდით. 

- დღეს თქვენს გარშემო, დარწმუნებული ვარ, უკვე ყველამ იცის, რომ ჯორჯია-საქართველოა… 

— როდესაც აქ ჩამოვედი, ბევრმა საქართველოს შესახებ მართლა არაფერი იცოდა. აქ  სულ ერთად ვარ ჯგუფთან ერთად, საიდანაც უმეტესობა ერთმანეთს საქართველოდან ვიცნობდით და აქ საუკეთესო მეგობრები გავხდით. ძალიან მეამაყება, რომ 3 წელი ცხოვრება მათთან ერთად ვარ და უკვე ერთ ოჯახივით ვართ. განვლილი 3 წლის მანძილზე, მრავალი სტუდენტური დღეები მოეწყო, სადაც მე და ჩემმა მეგობრებმა ქართული კულტურა თუ სამზარეულო წარვადგინეთ. დღეს უკვე ზუსტად იციან, თუ სად მდებარეობს საქართველო… ძნელია ოჯახისგან თუ მეგობრებისგან შორს ყოფნა, მაგრამ ვცდილობთ, საქართველოში ხშირად ჩამოვიდეთ. დაახლოებით 2 თვის პოზნანში წინ მშობლები მესტუმრნენ. ვცდილობთ, ერთმანეთი არ მოვინატროთ… ყველაზე მეტად რაც მენატრება- ეს ქართული სამზარეულოა. რაც უფრო მეტ ქვეყანას ვსტუმრობ და საშუალება მაქვს დავაგემოვნო მათი სამზარეულო, მით უფრო ვრწმუნდები, რომ საუკეთესო სამზარეულო გვაქვს მსოფლიოში და საერთოდაც, ძალიან მაგარი ხალხი ვართ….

ყველა ახალი ამბავი
0