"თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasi"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იტყობინება, რომ 23 ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის და მაისურაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, აბუსერიძე-ტბელის და გუდარეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, ნავთლუღის დასახლების III ჩიხის, გუმათჰესის, რაზიკაშვილის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, მოლითის, ახალდაბის, ბჟოლეთის და რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, ვაშლიჯვრის დასახლების, 26 მაისის მოედნის, კოსტავას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0