ქართველ მაყურებელთან კალიაგინის თეატრის შეხვედრამ ანშლაგით ჩაიარა

გამოწერა

თბილისში გასტროლზე ალექსანდრ კალიაგინის მოსკოვის დრამატული  თეატრი Et Сetera  იმყოფებოდა. Sputnik-ის საშუალებით შეგიძლია იხილოთ თუ როგორ მიიღო ქართველმა მაყურებელმა თეატრალური კოლექტივი.

მოსკოვის დრამატული თეატრი Et Cetera ალექსანდრ კალიაგინმა 1993 წელს დააარსა, რომელიც რუსეთისა და საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების მონაწილეა და მოსკოვის ყველაზე მოთხოვნადი თეატრების ხუთეულში შედის.

მოსკოვურმა დასმა მაყურებელს ორი სპექტაკლი — უილიამ შექსპირის „შეცდომათა კომედია“, რომელიც მთავარმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ დადგა და ალფრედ ჟარის პიესის მიხედვით დადგმული კომედია „მეფე უბიუ“ უჩვენა, რომელშიც თავად ალექსანდრ კალიაგინმა ითამაშა.

Et Сetera-ს წარმოდგენები შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა.

თეატრი თბილისში გასტროლზე პირველად 2000 წელს ჩამოვიდა და მაყურებელს რობერტ სტურუას დადგმული „შეილოკი“ აჩვენა, რომელმაც პირველად იმუშავა Et Cetera-სთან. კალიაგინის დასი საქართველოში ბოლოს 2012 წელს ჩამოვიდა და ასევე რობერტ სტურუას სპექტაკლები წარმოადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0