საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა სატვირთოებისთვის ერთი დღე-ღამით დაიხურება

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსატვირთო ავტომანქანების რიგი
სატვირთო ავტომანქანების რიგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეთის რემონტის გამო ოთხშაბათს მძიმეწონიანი ავტომანქანებისათვის მოძრაობა აიკრძალება.

თბილისი. 21ივნისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე რემონტის გამო გზა, რომლითაც რუსეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს უკავშირდება, დიდი ტვირთმზიდებისთვის ერთი დღე-ღამით დაიხურება, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ჩრდილო ოსეთის მთავარი საამართველო.

„საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სამხედრო გზის საფარის სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით  ვლადიკავკაზ-ლარსის მონაკვეთზე რუსეთიდან გასვლის მიმართულებით აიკრძალება სატრანზიტო მძიმეწონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა“, —ნათქვამია  საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს განცხადებაში.

შეზღუდვა დაწესდა სამშაბათიდან 23:00 საათიდან ერთი დღეღამის განმავლობაში, აღნიშნავს უწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0