ბათუმში „ანბანის კოშკი“ იხსნება

© Batumi Ajaraბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კოშკის“ ნაწილს რესტორანი იკავებს, რომელიც საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალებს. ამგვარად დამთვალიერებლები ერთ საათში მთელი ქალაქის დათვალიერებას შეძლებენ.

თბილისი, 21ივნისი — Sputnik. ბათუმში იხსნება „ქართული ანბანის კოშკი“, რომელიც მოიცავს საინფორმაციო-ტურისტულ ზონას, რესტორანს პანორამული ხედით და ღია ტერასას. ორიგინალური შენობის სიგრძე 130 მეტრია.
„კოშკის“ თავზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საინფორმაციო-ტურისტულ ზონა განთავსდება. ონლაინ გიდის დახმარებით დამთვალიერებლები საქართველოსა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას შეძლებენ. სტუმრები ასევე სახვადასხვა სუვენირების შეძენას შეძლებენ.
რესტორანი განთავსებულია საინფორმაციო-ტურისტულ ზონის ქვედა ნაწილში. მის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ის ტრიალებს. ნაგებობა ერთი საათის განმავლობაში ღერძის გარშემო სრულ ბრუნს აკეთებს, რაც ბათუმის ხედებით დატკბობის საშუალებას იძლევა.
რესტორანში სტუმრებს აზიურ-ევროპული სამზარეულოს კერძებს შესთავაზებენ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმის ცენტრში „საფესტივალო სოფელი“ გაიხსნა

„კოშკში“  ასევე იფუნქციონირებენ კონფერენც დარბაზი და VIP ოთახები. ღია ტერასაზე ყოველდღიურად სხვადასხვა გასართობი პროგრამები შედგება.
„ქართული ანბანის კოშკის“ მშენებლობა 2011 წელს დასრულდა. პროექტზე ესპანელი არქიტექტორი  ალბერტო დომინგო კაბო მუშაობდა.
ეს თანამედროვე შენობა მოლეკულას წააგავს-ის 33 ქართული ასოთია გარშემორტყმული. „კოშკში“ შესაძლებელია შემინული ლიფტით გადაადგილება.
2015 წლის ივნისში „ანბანის კოშკი“ კომპანია Boost Spain S.I სიმბოლურ ფასში 20 წლის ვადით შეიძინა.

ყველა ახალი ამბავი
0