StartUpShow: მყისიერი თარჯიმანი, უიაფესი განათება და მარილების დიაგნოსტიკა

© Фото: pixabya.comქარის ინდიკატორი
ქარის ინდიკატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ი ახალგაზრდა სპეციალისტების მიერ შემუშავებული სტარტაპების პირველ ხუთეულს გაგაცნობთ, რომლებიც, ისინი დარწმუნებული არიან, ცხოვრებას უფრო მოხერხებულსა და სასიამოვნოს გახდის.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. იმ ათასობით პროექტიდან, რომლებიც ყოველდღიურად იბადება სხვადასხვა სფეროში, პრაქტიკულ რეალიზაციამდე, მით უმეტეს, მასობრივ წარმოებაში გაშვებამდე მხოლოდ ერთეულები აღწევს.

ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გასაცნობად მოსკოვში StartUpShow ჩატარდა, სადაც არაერთი პროექტი იყო წარმოდგენილი. Sputnik-მა მათგან ხუთი პროექტი შეარჩია, რომლებმაც, შესაძლოა, მომავალი შეცვალონ.

„ცოცხალი“ თარჯიმანი SpeakUs

მობილური დანართი SpeakUs — ეს „ცოცხალი“ თარჯიმანია, რომელიც, პრაქტიკულად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაგალახვინებთ ენობრივ ბარიერს. ის ზუსტად ერთ წუთში მოგაძებნინებთ თარჯიმანს ონლაინ–რეჟიმში.

„ამ დანართის შექმნის იდეა მაშინ დამებადა, როცა ჩემი ძმა შვედეთში იყო საქმიან მოლაპარაკებებზე და ენობრივი ბარიერი შეექმნა. პროგრამის ჩაშვებიდან ერთ თვეში ის უკვე 2500 ადამიანს ჰქონდა გადაწერილი. სერვისში ორმოცდაათამდე პროფესიონალია დასაქმებული, რომლებიც ონლაინ–რეჟიმში თარგმნიან ტექსტებს 16 ენიდან“, — განუცხადა Sputnik–ს პროექტ SpeakUs–ის ერთ–ერთმა თანაავტორმა რუსლან მუსინმა.

© SputnikSpeakUs-ის პროფესიონალები
SpeakUs-ის პროფესიონალები  - Sputnik საქართველო
SpeakUs-ის პროფესიონალები

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში დანართს სურდოთარგმნაც დაემატება.

ზურგის ქარი Widly

Widly — ეს დანართი მათთვისაა, ვინც ქარის ძალასა და მიმართულებაზე დამოკიდებული სპორტის სახეობებითაა დაკავებული. მიხაილ ალექსანდროვის პროგრამა არა მხოლოდ მთელი პლანეტის ამინდს გაგაცნობთ, არამედ community-პლატფორმასაც გთავაზობთ.

„რუკაზე თითოეული სპოტის (ანუ ადგილის) ირგვლივ ჩნდება ჩატი, რომლებშიც თანამოაზრეების მყისიერი შეტყობინებები ჩნდება. ამინდი და ქარი ურთიერთობის დამყარების საბაბად იქცა“, — ამბობს მიხაილი.

Apple–ისა და Android–ის მფლობელებს უფასოდ შეუძლიათ Widly–ს გადმოწერა, რომელიც უკვე ძალიან პოპულარული გახდა დასავლეთ ევროპაშიც და აშშ–შიც. ის უკვე დაახლოებით 140 ათას მომხმარებელს აქვს გადაწერილი, რომელთა შორისაც არიან იახტსმენები, მეთევზეები, ველოსიპედისტები და გოლფით გატაცებული ხალხიც.

„დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პროექტის შემთხვევაში ქარი „ფორბსის“ მიმართულებით ქრის“, — ხუმრობს მიხაილ ალექსანდროვი.

გაცოცხლებული ფერები

KidsDevar — ეს მსოფლიოში პირველი წიგნია, რომელსაც „რეალობა ემატება“.

პროგრამისტმა სერგეი სემიონოვმა საკმაოდ ფართო სეგმენტი შეარჩია საკუთარი ტექნოლოგიის დასანერგად. ეს წიგნის ბაზარია.

ასე გაჩნდა ჯადოსნური ფერები. ბავშვი აფერადებს ნახატს, რომელსაც მერე სპეციალური პროგრამა ასკანერებს სმარტფონში ან პლანშეტში და სურათი სამგანზომილებიან სივრცეში „ცოცხლდება“.

ერთ წელიწადში მილიონამდე „ჯადოსნური წიგნია“ გაყიდული.

მარილების დიაგნოსტიკა

MineGenics — ამ სტარტაპის ისტორია ჯერ ახლა იწყება. ბიოტექნიკოსების გუნდმა, რომელსაც ამინა იბრაგიმოვა ხელმძღვანელობს, ახალი ეფექტური მეთოდი შეიმუშავა კალცინოზის, ანუ გულ–სისხლძარღვთა სისტემაში მარილების დაგროვების დიაგნოსტიკისთვის. ტექნოლოგია ბიომარკერებისა და სპეციალური პროგრამისგან შედგება, რომელიც პერსონალური სამკურნალო გეგმის გასაწერად ექიმების რეკომენდაციებს სთავაზობს მომხმარებელს.

„ჩვენი სისტემა იყენებს მეთოდებს, რომლებიც შედარებითი სიიაფით გამოირჩევა და ბევრ სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრში გამოიყენება“, — აღნიშნა ამინა იბრაგიმოვამ.

Lumidrops — იაფი და რბილი სინათლე

ტიმოფეი რაკინმა და სერგეი კაჩინმა დაამტკიცეს, რომ შენობის განათება თითქმის ელექტროენერგიის გარეშეც შეიძლება.

Lumidrops — ეს ავტონომიური შუქდიოდური მოდულია, რომელიც მინიმალურ ელექტროენერგიას მოიხმარს და გამართულად შეუძლია იმუშაოს ხუთი წელი, თუნდაც ყოველდღე 12 საათის განმავლობაში გქონდეთ ჩართული.

ერთი დიოდის საცალო ფასი ჯერჯერობით 2.99 დოლარია.

„LumiDrops რბილად ანათებს და სამი–ხუთი ცალი სრულიად საკმარისია, მაგალითად, სააბაზანო ოთახის გასანათებლად“, — უთხრა Sputnik–ს ტიმოფეი რაკინმა.

ყველა ახალი ამბავი
0