ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებას

© facebook.com/GaribashviliOfficialფედერიკა მოგერინი
ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს უკვე ამ ზაფხულს შემოიღებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო. ამ პროცესს მედიის ინფორმაციით, ხელი გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ შეუშალეს.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის 28-ვე ქვეყანა აღიარებს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებისათვის ყველა პირობის შესრულებას და ეს საკითხი დადგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელთა სხდომაზე, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის ჭრილში. ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ნათლად დაადასტურა, რომ უდავოდ, საქართველომ შეასრულა ყველა პირობა“, — აღნიშნა მოგერინიმ.

მისი თქმით, ახლა ნიდერლანდებმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი უნდა შეიტანოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. „ყველა წევრმა სახელმწიფომ დაადასტურა, რომ საქართველომ კარგი სამუშაო შეასრულა, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დაფასდეს“, — განაცხადა მოგერინიმ.

მანამდე ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ევროკავშირი უვიზო რეჟიმს შემოიღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში შეთანხმდებიან აღნიშნული რეჟიმის მოქმედების ექსტრემალურად შეჩერების მექანიზმზე იმ შემთხვევისათვის, თუ მისი დარღვევა მოხდა, 


ყველა ახალი ამბავი
0