საქართველოში ალოობა დაიწყო

© photo: Sputnik / Artem Kreminskiy / გადასვლა მედიაბანკშიხორბლის მოსავლის აღება
ხორბლის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წლებთან შედარებით თავთავიანი კულტურების ნათესები საქართველოში გაორმაგებულია.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის აღება დაიწყო, იტყობინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს თავთავიანი კულტურების კარგი მოსავალია. გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია თავთავიანი კულტურების ნათესი ფართობები. საქართველოს მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტს, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტს შეადგენს.

მოსავლის შეუფერხებლად აღებისთვის პროცესში აქტიურად არის ჩართული შპს,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთვის კახეთის რეგიონში 60, საქართველოს მასშტაბით კი — 86 ერთეული შპს,,მექანიზატორის“ კომბაინია მობილიზებული. სამუშაოებში ჩართულია კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც.

ქართული სამზარეულო, ღომის ღომი - Sputnik საქართველო
გვახსოვს კი როგორია ღომის ღომი?!

„ალოობა ტრადიციულად კახეთიდან იწყება. უამინდობის გამო ხორბლის აღება ცოტა გვიან დაიწყო, მაგრამ ყველა სამსახური აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად მოხდეს" —, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც იგი სოფელ წნორში ხორბლის აღების პროცესს დაესწრო და ფერმერებს შეხვდა.

მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის ჯიშთა გამოცდის მიმართულებთ და უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული შედეგები უკვე სახეზეა. 

„გასულ წლებთან შედარებით, წელს თითქმის გაორმაგებულია როგორც ნათესი ფართობები, ისე მოსავლიანობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით ადგილობრივი წარმოების ხორბლის მაქსიმალურად მაღალი კოეფიციენტი გვქონდეს“, — აღნიშნა ოთარ დანელიამ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0