თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგში მიმდინარე ITF სერიის საჩოგბურთო ტურნირში დამარცხდა სერბ ნინა სტოიანოვიჩთან ორთაბრძოლაში, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი.
ფინალში გასვლის წყალობით, გორგოძემ 30 სარეიტინგო ქულა დააგროვა და ერთი პოზიციით წინ წაიწია მსოფლიოს სარეიტინგო ჩამონათვალში. ახლა ქართველი ჩოგბურთელი 319 ადგილზეა WTA–ს რეიტინგში.
ბრაუნშვაიგის ტურნირის ფინალი ეკატერინე გორგოძისთვის მესამე იყო წელს. იანვრის დასაწყისში გორგოძემ თურქეთში მიმდინარე ITF–ს ტურნირი მოიგო ბულგარელ ვიქტორია ტომოვასთან ორთაბრძოლაში.
ხოლო ერთი კვირის შემდეგ თურქეთშივე, ანტალიაში დამარცხდა მაკედონიელ ლინა გჟორჩესკასთან.