რუსეთის ნაკრები უელსთან შესახვედრად ემზადება

გამოწერა

რუსეთის ნაკრები უელსთან მატჩის წინ ბოლო წვრთნას გადის. ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის მოგების შემთხვევაში, რუსეთის გუნდი ფლეი-ოფში გასვლას შეძლებს.

უელსთან მატჩის გამართვამდე რუსმა ფეხბურთელებმა საბოლოო წვრთნა ტულუზის სტადიონზე გამართა.

დღეს, რუსეთის ნაკრები უელსის ნაკრებს ხვდება. ინგლისელებთან (1:1) და სლოვაკებთან (1:2) შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ნაკრების აქტივში ერთი ქულაა. რუსეთი-უელსის მატჩი ტულუზის სტადიონზე 22:00 საათზე დაიწყება.

ევრო 2016-ზე გუნდების შეხვედრისას უსაფრთხოებას დაახლოებით 2 ათასი ადამიანი უზრუნველყოფს, განაცხადეს უეფას პრეს-სამსახურში.

ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისიდან 10 ივლისის პერიოდში იმართება. ტურნირი სხვადასხვა გუნდების მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების ურთიერთდაპირისპირებების ფონზე ტარდება, რა დროსაც ბევრმა სხეულის დაზიანებებიც კი მიიღო.  მარსელის „ველოდრომის“ სტადიონზე რუსეთისა და ინგლისის გუნდების შეხვედრისას (1:1) მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, უეფამ რუსეთის ნაკრები 150 ათასი ევროთი დააჯარიმა და  პირობითი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რომელიც ევრო-2016-ის დასრულებამდე იმოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0