ევრო 2016-ის ყველაზე ძვირადღირებული გუნდები და ფეხბურთელები

გამოწერა

გერმანულმა სპორტულმა რესურსმა Transfermarkt-მა, რომელიც ფეხბურთელების ტრანსფერის ღირებულების შეფასებაზეა სპეციალიზებული, იმ ფეხბურთელებისა და ნაკრები გუნდების რეიტინგი მოამზადეს, რომლებიც საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობენ. Sputnik-ის ინფოგრაფიკის საშუალებით შეგიძლიათ გაიგოთ თუ რომელმა გუნდებმა და ფეხბურთელებმა დაიკავეს პირველი ადგილები რეიტინგში.

Transfermarkt —ის ვერსიით, ევრო 2016-ის ყველაზე ძვირადღირებული გუნდი ესპანეთის ნაკრებია. რუსეთის ნაკრები ანალიტიკოსებმა  £102 მილიონად შეაფასეს — რეიტინგში ის მე-13 ადგილზეა.

პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ ტურნირის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად დასახელდა. ის სპეციალისტებმა £82,5 მილიონად შეაფასეს. მას მოსდევს ბრიტანელი გარეტ ბეილი და პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი. ევრო 2016-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ-10-ს ბელგიელი კევინ დე ბრეინი ასრულებს (£45 მლნ). რაც შეეხება რუს ფეხბურთელებს, მათ შორის ძვირადღირებულ ფეხბურთელად იგორ აკიფეევი დასახელდა. ანალიტიკოსებმა რუსეთის გოლკიპერი 121-ე ადგილზე განათავსეს.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, რომელიც საფრანგეთში იმართება, 22 ივნისს დასრულდება. 1/8 ფინალის თამაშები 25-27 ივნისს გაიმართება. ევრო 2016-ის მეოთხედფინალური მატჩები კი ზედიზედ ოთხ დღეს — 30 ივნისს და 1, 2, 3 ივლისს ჩატარდება.

ნახევარფინალს ლიონი (6 ივლისი) და მარსელი (7 ივლისი) უმასპინძლებს. ევრო 2016-ის ფინალი კი სენ-დენისის  „სტად დე ფრანსის“ 80-ათასიან სტადიონზე 10 ივლისს გაიმართება. 2016 წელს, პირელად ტურნირის ფინალურ ნაწილში ერთბაშად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0