თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საშინელებათა ფილმის „წყევლა 2“ საპრემიერო ჩვენების დროს, ინდოეთის სამხრეთით, ქალაქ ტირუვანამალაიში მაყურებელი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ The Times of India–ზე დაყრდნობით.
კულმინაციური მომენტის დროს 65 წლის მაყურებელმა მეგობარს გულის არეში ტკივილის შესახებ შესჩივლა და გონება დაკარგა. მიუხედავად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მცდელობისა, მისი გონზე მოყვანა ვერ შეძლეს და საავადმყოფოს ექიმებმა მისი სიკვდილის ფაქტი დაადგინეს.
მედიცინის მუშაკებმა, რატომღაც, განსვენებულის მეგობარს სთხოვეს, ცხედარი გაკვეთის ჩასატარებლად სხვა საავადმყოფოში გადაეყვანა, თუმცა ის ცხედართან ერთად გაუჩინარდა. ამჟამად პოლიცია ორივე მამაკაცის ვინაობის დადგენას ცდილობს.