საქართველოში ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანას ცდილობდნენ

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
"წითელ ხიდშე" შემოტანილი არადეკლარირებული, უმაღლესი სინჯის ოქროს ნაკეთობებისა და ბრილიანტისგან დამზადებული საიუველირო ნაწარმის საერთო ღირებულება 33 000 ლარს შეადგენდა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე, ანარ მამადოვი დააკავა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო-გამშვები პუნქტ  „წითელი ხიდის“ გავლით,  უკანონოდ შემოიტანა არადეკლარირებული, უმაღლესი სინჯის ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტისგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენას 33 000 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა ანარ მამადოვი სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0