3D სტერეოგრაფული ნახატები, რომლებიც ფიზიკოსების უიმედო პროგნოზის მიუხედავად შეიქმნა

© FB/NINO PAICHADZEნინო პაიჭაძის ნამუშევრები
ნინო პაიჭაძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიყვარს გამოთქმა:"ჩვენ, ყველანი, საკუთარი ცხოვრების მანძილზე ერთ შედევრს ვქმნით და ეს შედევრი ჩვენი ცხოვრებაა". ასე რომ, სრული ნახატის დასანახად უნდა ვიცოდეთ თუ რას ვხატავთ, მიაჩნია ნინო პაიჭაძეს.

ხელოვნებასა და ცხოვრებაშიც რთულ გზაზე სიარულს ირჩევს. იქნებ ამიტომაც თბილისის სამხატვრო აკადემიის უკვე მესამე კურსზე სწავლის დროს გაუჩნდა იდეა, რომ „3D ჰიპერ-რეალისტური პორტრეტი“ შეექმნა. ავტორის განმარტებით „ეს სტერეოგრაფული 3D-ა, რომელიც წინა საუკუნიდან მოყოლებული არსებობს და რაიმე გარკვეულ მხატვრულ მიმდინარეობად აქამდე არ ჩამოყალიბებულა.“მისი გამოფენები საქართველოსა და უცხოეთში 2013 წლიდან იმართება, ბოლოს ნიუ-იორკის გალერეაშიც მოეწყო. დღეს და ხვალ მისი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით "IN 3D"დაგეგმილია გალერეაში “ Silk”.  2015 წელსის ნიუ —იორკის სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურის ფერწერის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. საუბარია მხატვარ ნინო პაიჭაძეზე. 

© FB/NINO PAICHADZEნინო პაიჭაძე
ნინო პაიჭაძე - Sputnik საქართველო
ნინო პაიჭაძე

- ნინო, დღეს საქართველოში ბევრი ნიჭიერი, ახალგაზრდა მხატვარია და ამგვარი სერიოზული კონკურენციის პირობებში თუკი ხელოვანმა რაიმე გამორჩეული არ შექმნა, რთულია საკუთარი თავის დამკვიდრება. როგორც ჩანს, საკუთარი გზა უკვე იპოვეთ, მაგრამ რა იყო გზის დასაწყისში? 

— ბავშვობიდან ვხატავდი, ორ წლამდე ასაკში მარჯვენა ხელზე სერიოზული დამწვრობა მივიღე. მას შემდეგ როგორც დედაჩემი ამბობს: "ფანქარი ხელიდან არ გამიგდია". მერე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩარიცხვის პერიოდი, როცა ჩემთვის ხატვა სირთულეს არ წარმოადგენდა. საგამოცდო ნახატის მაღალხარისხიანი შესრულებისთვის აკადემიის კომისიამ სრული დაფინანსება მომანიჭა. სწავლის მანძილზე ხატვა ჩემთვის უინტერესო პროცესი იყო, რომელიც მარტივად მეძლეოდა და მეც გამოსახვის ახალ გზებზე დავფიქრდი…

- შენს ერთ-ერთ გამოფენაზე ხუმრობით გამოაცხადე, რომ დამთვალიერებელი 3D სათვალეებით მოსულიყო. ამ ფაქტს შემდეგ სერიოზული განვითარება მოჰყვა?

— დიახ, ჩვეულებრივი ხუმრობა, რომ "ჩემ გამოფენაზე დამთვალიერებლები 3DE სათვალეებით მოსულიყო" რეალობად იქცა და უკვე მესამე კურსზე გამიჩნდა იდეა, რომ 3D ჰიპერ-რეალისტური პორტრეტი დამეხატა. ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა შემექმნა ისეთი რამ, რაც ჰიპერ-რეალიზმზე რთული იქნებოდა და რაც ჯერ არ მინახავს. ეს იდეა KanyeWest —ის ერთ-ერთ ფოტოს ნახვის დროს გამიჩნდა. 

© FB/NINO PAICHADZEნინო პაიჭაძის ნამუშევრები
ნინო პაიჭაძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ნინო პაიჭაძის ნამუშევრები

- კონკრეტულად რას წარმოადგენს ეს, ანუ ჩრდილების სამგანზომილებიანი ნახატი არ არის?

— დიახ, ეს არ არის ჩრდილების სამგანზომილებიანი ნახატი და არც ილუზიური 3D.  ეს არის სტერეოგრაფული 3D, რომელიც წინასაუკუნიდან მოყოლებული არსებობს და რაიმე გარკვეულ მხატვრულ მიმდინარეობად აქამდე არ ჩამოყალიბებულა. მკითხველს შევახსენებ, რომ პირველი3D ანაგლიფური ფოტო 1852 წლიდან, გერმანიაში, ვილჰელმ როლმანის მიერ ვითარდებოდა.

- ანუ შენ, ფაქტობრივად, ერთ ტილოზე ორ და სამ ნახატს ერთდროულად ქმნი?

— დიახ, მარტივად ამის ახსნა შეუძლებელია, მაგრამ მაინც შევეცდები. შავ-თეთრი 3D ნახატის დასახატად საჭიროა ოთხი ფერი: წითელი, ციანი (ანუ ლურჯსა და ცისფერს შორის), თეთრი, შავი და რა თქმა უნდა, ჩრდილების შესაბამისად ყველა ამ ოთხი ფერის ტონი. წარმოიდგინეთ, ორი სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული ფოტოსურათი, რომელშიც ერთი წითელია, მეორ კი-ციანისფერი. შემდგომ ეს ორი ფოტოსურათი უხეშად რომ ვთქვათ, ერთმანეთს ედება და იქმნება მესამე, ანუ ამ ფერების ერთმანეთზე გადაკვეთით მიღებული განსხვავებული ფოტო-კომპოზიცია,  რომელსაც ამის შემდგომ უკვე"სუფთა ფურცლიდან" ვხატავ და ეს მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოს დახატვისას, მაგრამ თუ საქმე ფერად 3D-თან მაქვს, მაშინ აქ ფერების სრული გამა მჭირდება და ჩვეულებრივი კომპოზიციის სხვადასხვა ფერებად დაშლა.

© FB/NINO PAICHADZEნინო პაიჭაძის ნამუშევრები
ნინო პაიჭაძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ნინო პაიჭაძის ნამუშევრები

- ვინმემ ისე არ გაიგოს, თითქოს თქვენი ნახატებს მნახველმა მხოლოდ სპეციფიური სათვალით უნდა  შეხედოს…

— რა თქმა უნდა, არა, ჩემი ნახატები, როგორც ფერწერული კომპოზიცია, ტრადიციული ხელოვნების ნაწილია. ეს არ არის რაიმე ტექნიკის დამსახურების წყალობით დანახული ფერწერა, მე ტექნოლოგია მის დახატვაში არ მეხმარება, პირიქით სტერეოგრაფია ურთულესია და მე თანამედროვე ხელოვნებაში მის ინტეგრირებას ვახდენ.

- რამდენადაც  ვიცი, სანამ 3D-ს სტერეოგრაფული ნახატს შექმნიდით, მანამდე ფიზიკოსებთან კონსულტაცია გაიარეთ?

— დიახ, 2013 წელს დავიწყე ანაგლიფზე ცნობების დადგენა. მაგ პერიოდში არ ვხატავდი და ზეთის საღებავთან შეხებაც არ მქონდა, ამიტომ რამდენიმე ფიზიკოსთან კონსულტაცია გავიარე. ესენი იყვნენ: ვახტანგ ციკოლია, მაია გოგოლაძე და მერაბ გაბიძაშვილი, რომელთა აზრიც ერთმანეთს დაემთხვა. სირთულის გამო 3D ფერწერული ნახატის შექმნა მათ რეალურად შეუძლებლად მიაჩნდათ.

© FB/NINO PAICHADZEნინო პაიჭაძის ნამუშევრები
ნინო პაიჭაძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ნინო პაიჭაძის ნამუშევრები

- 2015 წელს ნიუ —იორკის სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურის ფერწერის ფაკულტეტზე ჩაირიცხეთ. მანამდე თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდით- შეგიძლიათ მათ შორის ძირითად განსხვავებაზე ისაუბროთ?

— ნიუ-იორკის აკადემია თანამედროვე ხელოვნების მსოფლიოს ცენტრია, სადაც არამარტო მხატვრის პროფესიულ განვითარებას, არამედ საკუთარი ნამუშევრების მსოფლიოს პრესტიჟულ გამოფენებსა თუ აუქციონებზე წარდგენის საშუალებას გაძლევს, რისი გაკეთებაც საქართველოდან რთულია.

-  საინტერესოა, როგორია შენი „3D ოცნება“?

— ჩემი ოცნება? მინდა სამყაროში ყველა ადამიანმა გაიაზროს საკუთარი პოტენციალი და შესაძლებლობები, დაიჯერონ, რომ ყველაფერი შეუძლიათ და ამის გააზრებით ერთმანეთს უფრო მეტი პატივი სცენ. მიყვარს გამოთქმა: "ჩვენ, ყველანი, საკუთარი ცხოვრების მანძილზე ერთ შედევრს ვქმნით და ეს შედევრი ჩვენი ცხოვრებაა". ასე რომ, სრული ნახატის დასანახად უნდა ვიცოდეთ, რას ვხატავთ. ამ მიზნისკენ პირველ ნაბიჯს ჩემთვის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ხელოვნების პროგრამაში შევძლებ და მოვიპოვებ დაფინანსებას იმისთვის, რომ ახლა უკვე მომდევნო მიზნისკენ ჩემი პირველი ნაბიჯი გადავდგა….


ყველა ახალი ამბავი
0