საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რუსეთის მოქალაქეები — 1974 წელს დაბადებული მაგომედამინ გ. და 1994 წელს დაბადებული ბათირ მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.


ყველა ახალი ამბავი
0