ექსპერიმენტი ფსიქიატრიულ კლინიკაში

გამოწერა
ვერც ერთი ექიმი ვერ მიხვდა, რომ ისინი სრულებით ჯანმრთელი არიან. „ავადმყოფები" კლინიკების პაციენტებმა „გაშიფრეს“ – მათ ჩათვალეს, რომ მათ წინაშე ჟურნალისტები ან საავადმყოფოს ინსპექტორები იყვნენ.

სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და სამართლის პროფესორმა დევიდ როზენჰანმა (David Rosenhan) საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. მან ყველა პარამეტრით სრულებით ნორმალური რვა ადამიანი შეარჩია – სამი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, პედიატრი, მხატვარი, დიასახლისი და ასპირანტი.

ყველა მათგანმა მიმართა ფსიქიატრიულ კლინიკას. ისინი „შფოთავდნენ თავიანთი ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო“. ყველა მათგანი საკუთარ თავზე და თავის მდგომარეობაზე სიმართლეს ამბობდა, გამონაკლისი მხოლოდ ერთი დეტალი იყო – მათ თითქოს ხმები ესმოდათ. ექიმებმა ექსპერიმენტის რვავე მონაწილე სულიერად დაავადებულად ჩათვალეს და კლინიკებში გაამწესეს. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ისინი ექიმებს ეუბნებოდნენ, რომ თავს შესანიშნავად გრძნობენ და არანაირი ხმები აღარ ესმით. თუმცა მათ 7–დან 52 დღემდე (საშუალოდ 19 დღე) მაინც მოუწიათ „მკურნალობის“ კურსის გავლა, სანამ კლინიკებიდან გამოუშვებდნენ.

შედეგები:

მკურნალობის შედეგებით შვიდს დაუსვეს დიაგნოზი „შიზოფრენია“, ერთს – „მანიაკალურ–დეპრესიული ფსიქოზი“. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ექიმებმა მათი მდგომარეობა აღწერეს, როგორც „გაუმჯობესებული“, „რემისიის სტადიაში“, მაგრამ არც ერთ ექიმს არ ჩაუთვლია, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ.

CC BY-SA 2.0 / Eddi van W. / open mindedექიმებმა ექსპერიმენტის მონაწილეები სულიერად დაავადებულად ჩათვალეს
ექიმებმა ექსპერიმენტის მონაწილეები სულიერად დაავადებულად ჩათვალეს - Sputnik საქართველო
ექიმებმა ექსპერიმენტის მონაწილეები სულიერად დაავადებულად ჩათვალეს

ვერც ერთი ექიმი ვერ მიხვდა, რომ ისინი სრულებით ჯანმრთელი არიან. „ავადმყოფები" კლინიკების პაციენტებმა „გაშიფრეს“ – მათ ჩათვალეს, რომ მათ წინაშე ჟურნალისტები ან საავადმყოფოს ინსპექტორები იყვნენ.

ექსპერიმენტის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ყველა ფსიქიატრიულმა კლინიკამ ეს შედეგები ეჭვქვეშ დააყენა. მათ განაცხადეს, რომ ასეთი უხეში შეცდომები შეუძლებელია. პროფესორი როზენჰანი ექსპერიმენტის გამეორების წინადადებით გამოვიდა და განაცხადა, რომ მათთან კიდევ გაგზავნის გარკვეული რაოდენობის ცრუ ავადმყოფებს.

კლინიკებმა შემდეგ 193 პაციენტს ძალიან დიდი ყურადღებით დაუსვეს დიაგნოზი. მათგან 41–ის დიაგნოზი იყო „ფსევდოავადმყოფი“.

სინამდვილეში პროფესორს კლინიკებში არც ერთი ადამიანი აღარ გაუგზავნია.

ყველა ახალი ამბავი
0