საქართველოს სააპელაციო სასამართლოს სამართლიანობისკენ მოუწოდეს

© FB/сайт "Свободные демократы"ირაკლი ალასანია საპროტესტო აქციაზე
ირაკლი ალასანია საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ალასანიას პარტიამ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გამართა. ოპოზიციონერები საქალაქო სასამართლოს განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევენ.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ისინი თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ჩინოვნიკებს უჭერენ მხარს, რომლებსაც საქალაქო სასამართლომ გაფლანგვისთვის შვიდ–შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორია ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. ისინი ირწმუნებიან, რომ სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები სახელმწიფოს სახსრების გაფლანგვაში უსამართლოდ დაადანაშაულეს.

© FB/თავისუფალი დემოკრატები"თავისუფალი დემოკრატების" აქცია სააპელაციო სასამართლოს შენობასთან
თავისუფალი დემოკრატების აქცია სააპელაციო სასამართლოს შენობასთან - Sputnik საქართველო
"თავისუფალი დემოკრატების" აქცია სააპელაციო სასამართლოს შენობასთან

„სააპელაციო სასამართლოს იმედი არა გვაქვს… მაგრამ ყველა მშვიდობიანი საშუალებით – აქციებით, პეტიციებით, ყველა ფორმით ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისთვის, რომ ეს ადამიანები, ჩვენი მეგობრები, გათავისუფლდნენ“, – განუცხადა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს.

პარტიის მეორე წარმომადგენელმა ალექსი პეტრიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა.

აქციის მონაწილეებს ეკავათ პლაკატები წარწერებით: „სამშობლოს სამსახური არ ისჯება“, „უსამართლო სასამართლო“, "თავისუფლება ჯარისკაცებს", „არ მიგატოვებთ“ და სხვა.

© FB/თავისუფალი დემოკრატები"თავისუფალი დემოკრატების" აქცია სააპელაციო სასამართლოს შენობასთან
თავისუფალი დემოკრატების აქცია სააპელაციო სასამართლოს შენობასთან - Sputnik საქართველო
"თავისუფალი დემოკრატების" აქცია სააპელაციო სასამართლოს შენობასთან

„თავისუფალი დემოკრატები ექს–ჩინოვნიკების გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს პერმანენტულად მართავენ. მაისის ბოლოს ისინი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სახელზე პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას შეუდგნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი, 4 მლნ 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. კერძოდ, მათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ედებათ ბრალი. 


ყველა ახალი ამბავი
0