რუსეთის ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საკუთარი მზარეულებით ჩავიდა

© photo : «Советский спорт» Natalya Kuzinaრუსეთის ნაკრების საჩვენებელი ვარჯიში
რუსეთის ნაკრების საჩვენებელი ვარჯიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაცვის განსაკუთრებულ ზომებს რუსი ჟურნალისტების მონაწილეობით მცირე სკანდალებიც მოჰყვა, ვინაიდან ზოგ მათგანს პასპორტი თან არ ჰქონდა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა „ომნისპორტ პარკის“ სტადიონზე საჩვენებელი ვარჯიში გამართა, რა დროსაც დაცვის უპრეცენდენტოდ მკაცრი ზომები იყო მიღებული.

სპორტული კომპლექსის მისადგომებთან პოლიციას სტაციონარული პუნქტებიც ჰქონდა მოწყობილი და ცხენოსანი რაზმებიც მოძრაობდა. კორდონის პირველი ხაზის გადაკვეთა მხოლოდ უეფას აკრედიტაციის მქონეებს შეეძლოთ.

უშუალოდ სტადიონთან პოლიციის კიდევ ერთი კორდონი იყო მოწყობილი, სადაც აკრედიტაციის გარდა, პასპორტსაც ითხოვდნენ.

© Foto: «Советский спорт» Natalya Kuzinaსტადიონი "ომნისპორტ პარკი"
სტადიონი ომნისპორტ პარკი  - Sputnik საქართველო
სტადიონი "ომნისპორტ პარკი"

დაცვის განსაკუთრებულ ზომებს რუსი ჟურნალისტების მონაწილეობით მცირე სკანდალებიც მოჰყვა, ვინაიდან ზოგ მათგანს პასპორტი თან არ ჰქონდა.

რუსი ფეხბურთელები სტადიონიდან 15 წუთის სავალზე მდებარე სასტუმროში ცხოვრობენ, სადაც მოხვედრა საერთოდ შეუძლებელია — განსაკუთრებით, ჟურნალისტებისთვის. სასტუმროში ყველა შემსვლელს გულმოდგინედ ჩხრეკენ და უმოწმებენ საბუთებს.

სანდო წყაროს ინფორმაციით, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა საკუთარი მზარეულები ჩაიყვანა ჩემპიონატზე.

ყველა ახალი ამბავი
0