თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იტყობინება, რომ 17 ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, ჟვანიას და შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების I ქუჩის, ხარაბაძის, ტატიშვილის და კაკაბეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის V, VI მიკრორაიონების და ხერგიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, მაისურაძის და გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.