ლეგენდარული სოფი ლორენი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერას დაესწრო

გამოწერა

სოფი ლორენი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო საღამოს დაესწრო. იხილეთ კადრები.

ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი საქართველოში იმყოფებოდა და საპატიო სტუმრის სტატუსით ქართველი საოპერო მომღერლის ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოში ყოფნისას სოფი ლორენი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში ლეგენდარული მსახიობი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაესწრო მსოფლიო პრემიერას სპექტაკლისა „სიყვარულისთვის“.  სპექტაკლი იტალიურმა ჯგუფმა დადგა ნინო სურგულაძესთან და ბალეტის ვარსკვლავ ნინო ანანიაშვილთან ერთად.

ორკესტრს სოფი ლორენის ვაჟი, დირიჟორი კარლო პონტი-უმცროსი ხელმძღვანელობდა.

ყველა ახალი ამბავი
0