ქართველმა, ირანელმა და სომეხმა მუსიკოსებმა Kavkaz Jazz-ის დასკვნით კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. Sputnik-ი ფესტივალის დასკვნითი კონცერტის ვიდეოკადრებს გთავაზობთ.
ისტორიულ მესხეთში მდებარე რაბათის ციხის ტერიტორიაზე Kavkaz Jazz ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ფესტივალი საქართველოში მეშვიდედ ჩატარდა.
მსმენელის წინაშე ქართველი, აზერბაიჯანელი, ირანელი და სომეხი მუსიკოსები წარდგნენ.
ფესტივალის ფინალურ დღეს კომპოზიციები შეასრულეს ამერიკელმა საქსოფონისტმა მაიკლ ტრეისმა და გიტარისტმა კრეიგ ვაგნერმა, რომლებმაც ფესტივალის ფარგლებში სხვა მონაწილეებისთვის მასტერ-კლასებიც ჩაატარეს.