თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. უახლოეს მომავალში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვევა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
ეს ვიზიტი ქართულ-გერმანული ურთიერთობების მაღალი დონის კიდევ ერთი გამოვლინება იქნება, განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
მიხეილ ჯანელიძე სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშია, რომელსაც ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.
გუშინ, კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკებები გამართა. მერკელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას მხარი დაუჭირა.